ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 19 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი ჰიბრიდული ფორმატით გაგრძელდება.
თეორიული კურსები განხორციელდება დისტანციურ რეჟიმში, ლაბორატორიული/პრაქტიკული კურსები კი ჩატარდება არადისტანციურ, სააუდიტორიო ფორმატში უსაფრთხოების ყველა რეგულაციის გათვალისწინებით.
პრაქტიკული და ლაბორატორიული სამუშაოების ცხრილი შედგენილია კათედრებთან შეთანხმებით და ინფორმაციის მიღებას შეძლებთ შესაბამისი საგნის ლექტორებისგან.
უნივერსიტეტი ითვალისწინებს საქართველოს განათლების და მეცნიერების და ჯანმრთელობისა დაცვის სამინისტროს, ასევე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს და საჭიროების შემთხვევაში, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, პრაქტიკული კომპონენტის ჩატარების განრიგში შესაძლოა შევიდეს ცვლილებები